მსოფლიო დღეს

ესპანეთში ავტობუსი მდინარეში გადავარდა - არიან დაღუპულები

ავარიის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და ესპანეთის სამოქალაქო გვარდია
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ესპანეთში, პონტევედრას პროვინციაში ავტობუსი მდინარე ლერესში გადავარდა.
„ორი ადამიანი დაიღუპა, სამი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და კიდევ ორი ​​გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც ავტობუსი ჩავარდა მდინარე ლერესში სერდედო კოტობადში“, - იტყობინება სააგენტო EFE სამაშველო სამსახურში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
ადგილობრივი რადიოსადგურ Cadena SER-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და ესპანეთის სამოქალაქო გვარდია მუშაობენ.