მსოფლიო დღეს

აშშ-ში ძლიერი შტორმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, ძლიერი თოვა, ქარი, ლიპყინული გახდა უამრავი ავარიის, ელექტროგადამცემი ხაზის გაფუჭების, ფრენის დაგვიანების მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. აშშ-ში სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა ზამთრის ქარიშხლის გამო, რომელიც ქვეყნის უმეტეს ნაწილს დაატყდა თავს, იუწყება NBC.
ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, ძლიერი თოვა, ქარი, ლიპყინული გახდა უამრავი ავარიის, ელექტროგადამცემი ხაზის გაფუჭების, ფრენის დაგვიანების მიზეზი.
NBC-ის ცნობით, გარდაცვალების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოჰაიოში სამი მანქანის შეჯახების შედეგად. ტელეარხის ინფორმაციით, შტატის საგზაო პატრულმა დაადასტურა, რომ ავარიის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა.
„ოთხი ადამიანი დაიღუპა ოჰაიოში, ზამთრის შტორმის დროს მეტეოროლოგიურ პირობებთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების საერთო რაოდენობამ სულ მცირე 27-ს მიაღწია“, - იუწყება ტელეარხი.
მონიტორინგის ინტერნეტ რესურს poweroutage.us-ის მიხედვით, ელექტროენერგიის გარეშე რჩება დაახლოებით 182,4 ათასი აბონენტი, პიკზე კი უშუქოდ დარჩენილი მომხმარებლების რაოდენობამ 1,6 მილიონს მიაღწია.
შეერთებულ შტატებში ზამთრის ქარიშხალმა გამოიწვია ბუნებრივი აირის მოპოვების რეკორდული შემცირება ამ ქვეყანაში, იუწყება Bloomberg.
სააგენტოს ცნობით, პარასკევს თოვლის ქარიშხლის გამო, გაზის წარმოება შეერთებულ შტატებში 280 მილიონ კუბურ მეტრზე მეტით, ანუ დაახლოებით 10%-ით შემცირდა ხუთშაბათთან შედარებით. სააგენტოს ცნობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ყოველდღიური მოპოვების ყველაზე დიდი ვარდნაა.
ამავდროულად, სააგენტოს ცნობით, გაზზე შიდა მოთხოვნა 2019 წლის დასაწყისიდან უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა.