თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა პოლიციამ 24 საათში გახსნა, ეჭვმიტანილზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
1964 წელს დაბადებულ ვ.ქ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე. მასზე ძებნა გამოცხადდა.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დადგინდა.
წყარო - შსს