ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა

მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წლის იანვარი–ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 49,2%-ით გაიზარდა და 2,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 9%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო ბრუნვა – 2022 წლის იანვარი–ნოემბერი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

597,9

8,9

იმპორტი

1.607,8

73,1

სულ

2.205,8

49,2

2022 წლის იანვარი–ნოემბერში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 84,5 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, თითქმის 67 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 57,4 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 10,5 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2022 წლის იანვარი–ნოემბერი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ღვინო

150,0

26,0

ფეროშენადნობები

108,8

-30,7

მსუბუქი ავტომობილები

65,2

318,7

სპირტიანი სასმელები

53,1

42,9

მინერალური წყალი

46,7

-15,7

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოსთვის მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე დიდ მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება. მიმდინარე წლის იანვარი–ნოემბერში მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 159 ათასი ტონა ხორბლის ფქვილია შემოტანილი, ასევე 145,8 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 583,3 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 264,7 ათასი ტონა გაზი, ასევე 103,2 ათასი ტონა კოქსი და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2022 წლის იანვარი–ნოემბერი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

561,8

353,7

გაზი

71,6

-11,8

ხორბლის ფქვილი

59,5

578,4

კოქსი

55,1

175,8

ხორბალი

52,3

-36,9

რუსეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. 2021 წელს ქვეყნებმა1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ივაჭრეს, რაც 23,2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 15,8%-ით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს