ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიცია შეინარჩუნა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რეიტინგში უზბეკეთისა და გაბონის ნაკრებებს შორის ადგილს იკავებს.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა FIFA-ს განახლებულ რეიტინგში პოზიციები შეინარჩუნა, ის 78-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრები 1305,98 ქულით უზკეკეთისა (1312,64) და გაბონის (1305,47) გუნდებს შორის იმყოფება.
ოქტომბერში ფიფას ბოლო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა, მაროკოს გუნდთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
ფიფას რეიტინგის ლიდერი ბრაზილიის ნაკრებია. მეორე ადგილზე არგენტინის, მესამეზე კი საფრანგეთის ნაკრებია.