ჯავის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, დადგენილია ბრალდებული პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში 45-წლამდე მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ინციდენტი ჯავის ქუჩაზე დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, იგი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისათვის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დადგენილია ბრალდებული პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.