თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი უშვებს ფილმს „წითელი პროექტი“, რომელიც საბჭოთა კავშირის ისტორიას ეხება.
ფილმის პრემიერა 25 დეკემბერს გაიმართება ტელეარხ „როსია-1-ის“ ონლაინ-პლატფორმაზე „სმოტრიმ“.
როგორც მედიაჯგუფის პრესსამსახური იუწყება, კისელიოვის ახალი სურათი „წითელი პროექტის“ მთელ არსს ასახავს — „საბჭოთა სახელმწიფოს მშენებლობის უნიკალურ ისტორიას, მისი დამყარების ადრეულ პრეიოდს, დიდ სამამულო ომს, კოსმოსის დაპყრობას, სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება და საბჭოთა ეპოქის მზის ჩასვენებას“.
აღინიშნება, რომ კინოლენტის ჩვენება სსრკ-ის შექმნის 100 წლისთავს.