მსოფლიო დღეს

ზელენსკი: შინ კარგი ამბებით ვბრუნდები

Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. უკრაინაში კარგი ამბებით ვბრუნდები, კერძოდ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ბაიდენთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხი სწორედ უკრაინის გაძლიერება იყო.

„ჩვენ შესანიშნავი ახალი ამბები გვაქვს, რომლითაც ვბრუნდები შინ. პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა 2 მილიარდი დოლარის მოცულობით, და ამ პაკეტის ყველაზე ძლიერი ელემენტი კომპლექსი Patriot-ია, ის, რაც არსებითად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინისთვის ქმედითი საჰაერო ფარის შექმნაში“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის განმარტებით, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას ასევე განიხილებოდა ქვეყნის დანგრეული ინფრასტრუქტურის, უპირველესად, ენერგეტიკული სექტორის აღდგენის საკითხი. გარდა ამისა, პრეზიდენტებმა ასევე იმსჯელეს რუსეთზე შემდგომი სანქციებით და სამართლებრივად ზეწოლის თემაზეც.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს და ჯო ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინის ფინანსური მხრდაჭერის პაკეტს მიიღებს დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის მოცულობით.