თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ორი ადამიანი დაშავდა რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ორივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
რუსთაველის ქუჩის 11 ნომერში მდებარე სახლი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. კორპუსი ავარიული იყო და შენობის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
დაშავებულები მეორე სართულზე ცხოვრობდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, შენობის პირველი სართულიდან მოსახლეობა გაყვანილი იყო.
ადგილზე მაშველები მუშაობენ და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.