ქართველი მაშველები მასშტაბურ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას

პროექტის მთავარი მიზანია ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენცია.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მონაწილეობას მიიღებს ფართომასშტაბიან და მრავალეროვნულ სწავლებაში, რომელიც საქართველოში 2023 წელს გაიმართება, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
სწავლება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამა PPRD East 3-ის ფარგლებში ჩატარდება.
პროექტის მთავარი მიზანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლება.
პროექტის ბენეფიციარები, საქართველოსთან ერთად, არიან უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს