კახეთში მგლებმა 100 სულზე მეტი ცხვარი დაგლიჯეს

მწყემსების ინფორმაციით, ცხვრების ნაწილი დაკარგულია და ამ დრომდე ეძებენ.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მგლებმა 100 სულზე მეტი ცხვარი დაგლიჯეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ივრის ხეობაში, ე.წ. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 10-მდე მტაცებელი ცხვრის ფარას წუხელ დაეცა.
მეპატრონის თქმით, სადგომზე მისულებს 1.000 სულიდან ადგილზე არცერთი არ დახვდათ და ცხვრების ნაწილს ამ დრომდე ეძებენ.
მიმდინარე წელს ზამთრის საძოვრებზე ეს მგლების შემოსევის პირველი შემთხვევა არ არის.
ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს და შინაურ ცხოველებს ემუქრება.
„პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა უწყებას გამგეობამ უნდა გაუგზავნოს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს