კასპში 83 წლის კაცმა რძალი მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, რძალსა და მაზლს შორის კონფლიქტის მიზეზი ქონება გახდა.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში 73 წლის ქალი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი 83 წლის მაზლმა მოკლა.
რძალსა და მაზლს მიწის ნაკვეთის გამო ერთმანეთში ქონებრივი დავა ჰქონდათ.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.