დიდ დიღომში 28 წლის მამაკაცი მოკლეს

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს ათამდე ჭრილობა საკუთარ სახლში მიაყენეს.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, იუწყება „მთავარი არხი“.
მეზობლების ინფორმაციით, 28 წლის გიორგი წოწორიას 10-მდე ჭრილობა საკუთარ სახლში მიაყენეს. დაჭრილი ახალგაზრდა სადარბაზოში თავად ჩავიდა, სადაც ის მეზობლებმა ნახეს.
"მეზობლებმა დარეკეს პოლიციაში, დაჭრილიაო, ყვირილის ხმა გავიგე და გავედი... ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა... ყელიც ჰქონდა გამოჭრილი და მაგის გარდა სხვა ჭრილობებიც... სახლში მიაკითხა მკვლელმა, დაუჭრია და დაჭრილი ჩამოსულა ქვემოთ", – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
მკვლელობის მოტივი და დამნაშავის ვინაობა უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.