ახალი წელი ვირუსებთან ერთად

ყველასთვის საყვარელი ახალი წელი საქართველოში ვირუსებისა და ინფექციების გამო გარკვეულ სირთულეებს ქმნის.
Sputnik
სპეციალისტების პროგნოზების თანახმად, ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების პიკი ახალი წლის დღეებს დაემთხვევა.
სიტუაციას ართულებს ტრადიციული სუფრები და სტუმრობა, აცხადებენ ინფექციონისტები. ასეთი არასახარბიელო პროგნოზების გამო ბევრს ინფიცირების შიში აქვს, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ მასპინძლები, საცივთან და გოზინაყთან ერთად, თერმომეტრსაც მოგაგებებენ სახლში შესვლისას.