ხანძარი ბათუმის მრავალსართულიან შენობაში - ფოტო

ცეცხლი მოედო აღმაშენებლისა და კედიას კვეთაზე მდებარე შენობის ბოლო სართულებს.
Sputnik
შენობის 24-ე და 25-ე სართულებზე განთავსებული იყო რესტორანი, რომელიც ჯერ არ ფუნქციონირებდა და გასახსნელად ემზადებოდა. იქ ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
1 / 10

ბათუმში რესტორნის ორი სართული დაიწვა, რომელიც კორპუსის 24-ე და 25-ე სართულებზე იყო განთავსებული

2 / 10

უსაფრთხოების მიზნით შენობაში გაითიშა ელექტროენერგია და გაზმომარაგება

3 / 10

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები

4 / 10

ცეცხლს ათი სახანძრო ბრიგადა აქრობდა

5 / 10

შენობა აღმაშენებლისა და კედიას ქუჩების კვეთაზე მდებარეობს

6 / 10

რესტორანი გასახსნელად ემზადებოდა - იქ ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა

7 / 10

ხანძრის გამო შენობიდან ცეცხლმოკიდებული კონსტრუქციები ცვიოდა

8 / 10

შენობისკენ მიმავალი ყველა გზა გადაიკეტა

9 / 10

ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა ბოლო ორი სართული. კორპუსის მკვიდრები ევაკუირებულები არიან, არავინ დაშავებულა

10 / 10

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება