მსოფლიო დღეს

ავღანეთში უცნობმა დაავადებამ იფეთქა: დაღუპულია ორი ბავშვი

Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ავღანეთის პროვინცია ზაბულში „საეჭვო დაავადებამ“ იფეთქა, რასაც უკვე მოჰყვა მსხვერპლი, იუწყება ტელეარხი TOLOnews ჯანდაცვის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორ აბდულ ჰაკიმის განცხადებაზე დაყრდნობით.
ჰაკიმის მონაცემებით, პროვინციის შაჰჯოის რაიონში ამ დროისათვის დავადება 80 კაცს გამოუვლინდა, დაღუპულია ორი ბავშვი.
მედიკოსების ინფორმაციით, უცნობი დაავადების ძირითადი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა და ცხვირიდან სისხლდენა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, მიმდინარე წლის მაისში ამავე პროვინციაში უცნობი დაავადება აღმოუჩინეს 200 ადამიანს. მაშინ ექიმები დაავადების სიმპტომებს ქოლერას ადარებდნენ.