თბილისში ათასობით აბონენტს ოთხშაბათის საღამოდან წყალმომარაგება შეუწყდება

ამ რაიონების მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში წყალს ცისტერნებით მიაწვდიან.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე ავარიის გამო 21 დეკემბრის 19:00 საათიდან 22 დეკემბრის 09:00 საათამდე პერიოდში თბილისის ცენტრალური რაიონები უწყლოდ დარჩებიან, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია Georgia Water & Power (GWP).
კომპანიის ინფორმაციით, წყალი შეწყდება ვერა-ვაკეში, მთაწმინდა-სოლოლაკში, მარჯანიშვილისა და უშანგი ჩხეიძის ქუჩებზე და ოქროყანაში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.