შემოსავლების სამსახური: რუსეთიდან შემოტანილი კარტოფილი უკან მიაბრუნეს

პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა, აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. რუსეთიდან შემოტანილი 20 ათასი კილოგრამი კარტოფილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ექსპორტიორ ქვეყანაში მიაბრუნეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რუსეთიდან შემოსული კარტოფილი საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შემოწმდა.

„რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი 20 ათასი კგ კარტოფილის შემოწმების შედეგად პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში მიაბრუნეს.
წყარო - შემოსავლების სამსახური