თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,56%-ით გაიზარდა და 90,88 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 5,79%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,02%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 5,21% მოგებით 100,49 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 94,79 პუნქტის ფასით, 10,78% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,47%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,04%-ით შემცირდა 88,11 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 6,62%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 2,37%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 7,4 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 296 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 7,4–7,59 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 0,4%-ით და ერთ აქციაზე 7,58 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 362 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 7,4–7,59 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 1,83%-ით და 21,5 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 1,6 მილიონი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 20,9–22,1 ფუნტის დიაპაზონში.