დასავლეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლები მუშაობას აჩერებენ

22 დეკემბრიდან მატარებლები მოძრაობას ჩვეული განრიგით განაახლებენ.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. სამგზავრო მატარებლები, რომლებიც რეისებს ექვსი სხვადასხვა მიმართულებით ასრულებენ, 21 დეკემბერს მგზავრებს ვერ მოემსახურებიან, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 21 დეკემბერს სამტრედია-საჯავახოს გადასარბენზე ტექნიკური სამუშაოებია დაგეგმილი.
უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო მსვლელობიდან იხსნება შემდეგი სამგზავრო მატარებლები:
№802/801 თბილისი–ბათუმი ორივე მიმართულებით,
№804 თბილისი–ბათუმი ერთი მიმართულებით (თბილისიდან)
№12/11 თბილისი–ოზურგეთი ორივე მიმართულებით
№682/681 ქუთაისი–ბათუმი ორივე მიმართულებით
№684/683 ქუთისი–ბათუმი ორივე მიმართულებით.
22 დეკემბრიდან მატარებლები მოძრაობას ჩვეული განრიგით განაახლებენ. კომპანია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.