მსოფლიო დღეს

დონალდ ტრამპს ოთხი დანაშაული ედება ბრალად

Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც კაპიტოლიუმის შტურმს იძიებდა, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოთხ დანაშაულში დასდო ბრალი, წერს გაზეთი The Washington Post.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი რეკომენდაცია აშშ-ის იუტიციის სამინისტროს გადაეგზავნა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დონალდ ტრამპს ბრალად ედება:
ამბოხებისკენ წაქეზება ან მისთვის ხელშეწყობა;
კონგრესის ოფიციალური გარჩევისთვის ხელის შეშლა;
შეთქმულება შეერთებული შტატების მთავრობის მოტყუების მიზნით;
ფედერალური მთავრობისთვის ცრუ განცხადებები.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ აქვს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კონგრესმა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მსგავსი ნაბიჯი გადადგა.
გარდა ამისა, როგორც მასალებშია ნათქვამი, კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ყველა მტკიცებულება და სტენოგრამა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადონ. მასალები წლის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს.