თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პოლიტიკა მოსკოვსა და ვაშინგტონს პირდაპირი შეჯახების ზღვარზე აყენებს, რუსეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, არ გახადოს უფრო მასშტაბური ესკალაციის სპირალი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
ასეთი კომენტარი ზახაროვამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივან ნედ პრაისის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თქმით, ვაშინგტონი რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთერთობების დამყარებას ცდილობდა, მაგრამ მოსკოვის მიზეზით ურთიერთობა კიდევ მეტად არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გახდა.
როგორც, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა თქვა, პრაისის სიტყვები — ეს ცრუ კონსტრუქციაა, რომელიც მარტივად გასწორდება, თუ აშშ-სა და რუსეთს ადგილებს შეუცვლიან.
ზახაროვას თქმით, მოსკოვი „გულწრფელად ცდილობდა შეხების წერტილების პოვნას, ვაშინგტონის მიერ კონფრონტაციის მუდმივი დაძაბვის პირობებშიც კი, რათა რუსულ-ამერიკული ურთიერთობები სტაბილური და პროგნოზირებადი გაეხადა“, რასაც შეერთებული შტატების მისწრაფებებმა შეუშალა ხელი.
„სწორედ აშშ-ის სწრაფვამ, რადაც უნდა დაჯდომოდა, შეენარჩუნებინა ამერიკული ჰეგემონია, უგულებელყოფდა რა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებს, ასევე ამპარტავნულმა უარმა სერიოზული დიალოგის წარმოებაზე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, მოიტანა კიდეც კანოზომიერი შედეგი. <...> ეს საშიში და არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკაა, რომელიც აშშ-სა და რუსეთს პირდაპირი შეჯახების ზღვარზე აყენებს“, — აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონი ყურად იღებს მოწოდებას, არ გააღვივოს ესკალაცია, „თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი ჯერჯერობით არ ჩანს“.