თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ დევდორაკის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა 24 საათით აიკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, აკრძალვა გვირაბში, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 132-135-ე კმ მონაკვეთზე მდებარეობს, 20 დეკემბრის 00:00 სთ-დან 21 დეკემბრის 00:00სთ-მდე იმოქმედებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გვირაბი მართვის და მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების ჩატარების მიზნით დაიკეტება.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი