არგენტინის ნაკრები ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ფოტო

ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. გამარჯვების მოპოვება არგენტინისათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა თავგანწირვა ამად ღირდა.
Sputnik
მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს დაუჯერებელ ბრძოლას, რომელიც კატარში მიმდინარეობდა. მატჩის მეორე ნახევარი მოულოდნელად 2:2 დასრულდა. დამატებით დროში მესის წყალობით არგენტინა ისევ დაწინაურდა, მაგრამ კილიან მბაპემ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.
საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, მბაპემ გოლი გაიტანა მეტოქის კარში, მაგრამ ანგარიში მესიმ გაათანაბრა. მისმა თანაგუნდელებმა პაულო დიბალამ და ლეანდრო პარედესმა ასევე გამოიჩინეს თავი, ფრანგებისგან განსხვავებით. შემდეგ რანდალ კოლო მუანმა გაიტანა და სიტუაცია ოდნავ გამოასწორა, თუმცა არგენტინელმა გონსალო მონტელმა მოწინააღმდეგის კარში კიდევ ერთი ბურთი შეაგდო, რის შემდეგაც შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით დასრულდა.
1 / 17

ფილანური მატჩის წინ კატარში ტურნირის დახურვის ცერემონია გაიმართა

2 / 17

საზეიმო ღონისძიებები იმართებოდა „ლუსაილ აიკონიკის“ სტადიონზე

3 / 17

ცერემონიაზე წარდგნენ სამხრეთ კორეელი მომღერალი და ჯგუფ BTS-ის მონაწილე ჩონგუკი და კატარელი მომღერალი ფაჰად ალ-ქუბაისი

4 / 17

ორგანიზატორებმა უჩვენეს რამდენიმე პერფორმანსი მუნდიალის მონაწილე ქვეყნების დროშებით

5 / 17

მოგვიანებით მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა საფრანგეთისა და არგენტინის გუნდების დაპირისპირებას

6 / 17

მატჩში ანგარიში 23-ე წუთზე მესიმ პენალტის ზუსტი დარტყმით გახსნა

7 / 17

მეორე გოლი 36-ე წუთზე დი მარიამ გაიტანა

8 / 17

საფრანგეთის ნაკრებმა საპასუხო პირველი გოლი 78-ე წუთზე გაიტანა, რომლის ავტორიც გახდა კილიან მბაპე, ხოლო ორიოდე წუთში მან ანგარიში გაათანაბრა

9 / 17

ქომაგები შოკში იყვნენ, ასეთი ფინალი ჯერ არასოდეს არავის უნახავს

10 / 17

2014 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად დაინიშნა დამატებითი დრო

11 / 17

რვა წლის წინ ოვერტაიმი გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებმა ითამაშეს

12 / 17

დამატებითი დროის პირველი ტაიმი უშედეგოდ დასრულდა

13 / 17

მეორე ტაიმში კი მესიმ საკუთარი 98-ე გოლი გაიტანა და გუნდი დააწინაურა

14 / 17

თუმცა მალე ფრანგებმა ანგარიში მაინც გაათანაბრეს: კილიან მბაპემ პენალტით კიდევ ერთი გოლი გაიტანა

15 / 17

არბიტრებმა კიდევ სამი წუთი დაამატეს, თუმცა ამით უძლიერესის გამოვლენა ვერ მოხერხდა

16 / 17

ბოლოს დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც არგენტინის ნაკრებმა მეტი დამაჯერებლობა გამოავლინა

17 / 17

პენალტების შემდეგ ანგარიში გახდა 4:2, რის წყალობითაც არგენტინის ნაკრები ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში