თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსი გაიარა, შაბათს ესპანურ „ვილიეარეალს“ ამხანაგურ მატჩში გოლი გაუტანა.
კვარაცხელიამ ტრავმა „ლივერპულის“ წინააღმდეგ მატჩში 2 ნოემბერს მიიღო. ნახევარმცველმა სერია А-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა „ატალანტის“, „ემპოლისა“ და „უდინეზეს“ წინააღმდეგ, ასევე ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და მაროკოს ნაკრებებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში „ნაპოლი“ დამარცხდა ესპანელებთან ანგარიშით 2:3, ერთ-ერთი გოლი კვარაცხელიას ანგარიშზეა. ქართველი ლეგიონერი თამაშში მატჩის პირველივე წუთებიდან ჩაერთო და აქტიური იყო.
პირველებმა ანგარიში ესპანელებმა გახსნეს. მე-12 წუთძე თავი ვინსენ კაპუმ გამოიჩინა. ორ წუთში კი „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა წონასწორობა აღადგინა.
ამის შემდეგ მეტოქეებმა იტალიელების კარში ორჯერ გაიტანეს. 78-ე წუთზე კი პენალტი ალესიო ძერბინმა პენალტი მოიპოვა, რომლის შესრულებაც ხვიჩა კვარაცხელიას ანდეს და არ შემცდარან. ხვიჩა უნაკლოდ დაარტყა და სხვაობაც შეამცირა. „ნაპოლის“ გამარჯვებისთვის დარჩენილი დრო არ ეყო.
მანამდე „ნაპოლიმ“ კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - თურქეთის „ანტალიასპორის“ და ინგლისის „კრისტალ პელასის“ წინააღმდეგ. ორივე შემთხვევაში კვარაცხელიას გუნდმა მოიგო.