თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. ხონის მუნიციპალიტეტში 33 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში გუშინ მოხდა. მკვლელობას წინ სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი უძღოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩხუბში არ მონაწილეობდა, ის მეზობლის საშველად გავიდა და მას დანა სამჯერ დაარტყეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.