თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს ტახტიდან გადადგომის შესახებ იმ შემთხვევისთვის, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდება, იუწყება РИА Новости.
„მე უკვე მოვაწერე ხელი დოკუმენტს ჩემი გადადგომის შესახებ. მაშინ სახელმწიფო მდივანი იყო ტარჩიზიო ბერტონე. მე ხელი მოვაწერე და ვუთხარი მას: „ეს ჩემი გადადგომაა, სამედიცინო ან რაიმე სხვა მიზეზით შექმნილი დაბრკოლების შემთხვევისთვის“, - განაცხადა 86 წლის პონტიფიკოსმა ესპანური გაზეთ ABC-თან ინტერვიუში.
აგვისტოში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რომის პაპს მუხლის სახსრის ძლიერი ტკივილები ტანჯავს, რის გამოც მას ეტლით სარგებლობა უწევს.
გარდა ამისა, 2021 წლის ივლისში რომის პაპ ფრანცისკეს „სიგმოიდური მსხვილი ნაწლავის დივერტიკული დაავადების“ გამო გეგმური ოპერაცია გაუკეთდა. რომის პაპმა „აგოსტინო ჯემელის“ კლინიკაში ათი დღე-ღამე გაატარა.