ქართველმა პარასპორტსმენებმა მსოფლიო თასზე წარმატებულად იასპარეზეს

ქართველმა პარასპორტსმენებმა დუბაიში გამოსვლით სპორტული წელი დაასრულეს.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა დუბაიში მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებულად იასპარეზა და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
აკაკი ჯინჭარაძემ +107კგ წონით კატეგორიაში 239კგ დააფიქსირა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს კიდევ ერთმა წარმოადგენელმა, აჰმად რაზმაზარმა (80კგ) 200კგ აწია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენებმა დუბაიში გამოსვლით სპორტული წელი დაასრულეს.
მიმდინარე წელი წარმატებული გამოდგა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტისთვის, რომლის ანგარიშზეა 74 მედალი სპორტის სხვადასხვა სახეობაში.