თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოლდოვის უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო ტური მოაწყო და მათ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნო, იუწყება ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ადმინისტრაციის ცნობით, ავიაკომპანია Air Moldova-სთან თანამშრომლობით საქართველოს 18 ტუროპერატორი და ავიაკომპანიის წარმომადგენელი ეწვია.
„ეს ტურისტული კომპანიები ძლიერი მოთამაშეები არიან როგორც მოლდოვის, ასევე რუმინეთის ტურისტულ ბაზარზე. ვფიქრობ, ამ შეხვედრას კარგი პერსპექტივა აქვს, ჩვენს პარტნიორებს მაღალი ინტერესი აქვთ საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ტურისტული კომპანია „ლეჯენდ თრეველის“ წარმომადგენელმა იანის ონუფრიადისმა.
ინფოტურის ფარგლებში მოლდოველი ტურ-ოპერატორები B2B ფორმატის ფარგლებში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს.
ტურის ფარგლებში მოლდოველი ტუროპერატორები თბილისს, მცხეთას, ბორჯომსა და ბაკურიანს ესტუმრნენ.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სასტუმროებსა და სამთო კურორტის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია