კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მსუბუქ ავტომანქანას მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.