თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. არგენტინის ნაკრებმა კატარში საფრანგეთის გუნდი დაამარცხა და მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.
„ლუსაილ აიკონიკის“ სტადიონზე ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა ანგარიშით 2:2, დამატებით დროში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს (3:3)
არგენტინის ნაკრებში თავი გამოიჩინა ლიონელ მესიმ (23-ე წუთი - პენალტი, 109-ე წუთი) და ანხელ დი მარია (36-ე წუთი). ფრანგების შემადგენლობაში ჰეთ-თრიკი შეასრულა კილიან მბაპემ (80-ე წუთი - პენალტი, 81-ე წუთი, 118-ე წუთი - პენალტი).
პენალტების სერიაში უფრო ძლიერი აღმოჩნდა არგენტინა - 4:2.