პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლით პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთში ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
პოლიციამ 27 და 33 წლის მამაკაცები სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა სამი ბინა გაქურდეს, საიდანაც წაიღეს თანხა და ძვირფასეულობა.
საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლით პატიმრობა ემუქრებათ.