მებაჟეებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 48.203.439,06 ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სამართალდარღვევის ფაქტები „ბათუმის აეროპორტის“ , „ქუთაისის აეროპორტისა“ და „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე გამოვლინდა.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა, ჯამში 134 ათასი დოლარი, 45 ათასი ევრო და 111.328.000 რუსული რუბლი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 48.203.439,06 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით თანხის 10%-ის ოდენობის გადახდა დაეკისრათ.