თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროს საკუთარი ტელესტუდია ექნება, რომელიც 2024 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
კანონმდებლების წინაშე ბრეგაძე შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშით „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში წარდგა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ სტუდია „იუსტიცია". ეს იქნება სატელევიზიო სტუდია, რომელიც იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის, ასევე განახორციელებს იურიდიული პროფესიების პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და სამართლებრივ დისკურსში საზოგადოების ჩართულობას", – განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, სტუდია იქმნება იმისთვის, რომ მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ და სადაც არ მოხდება პოლიტიკური საკითხების განხილვა.
ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოში შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.