თორნიკე შენგელია „ვირტუსს“ წაგებების სერიის შეწყვეტაში დაეხმარა

შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 26 წუთი ითამაშა, დააგროვა ცხრა ქულა, ორი მოხსნა და ოთხი გადაცემა.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გამოჯანმრთელების შემდეგ ევროლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა და თავის კლუბ „ვირტუსს“ წაგებების სერიის (ზედიზედ ოთხი მარცხი) შეწყვეტაში დაეხმარა.
იტალიელებმა ბოლონიაში „ალბა ბერლინს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 85:76 მოიგეს.
შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 26 წუთი დაჰყო, ამ დროში მოაგროვა ცხრა ქულა, ორი მოხსნა და ოთხი გადაცემა.
„ვირტუსს“ 13 ტურის შემდეგ ხუთი გამარჯვება აქვს და მე-14 ადგილზეა. ევროლიგის შემდეგ ეტაპზე რვა საუკეთესო გუნდი გადავა.
შენგელიას კლუბი შემდეგ მატჩს 16 დეკემბერს ისრაელის „მაკაბის“ წინააღმდეგ შინ გამართავს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს