სადახლოსა და ვალეში მებაჟეებმა არადეკლარირებული მობილურები გამოავლინეს

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8.548,31 ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. სადახლოსა და ვალეს საბაჟო-გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა, აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონელი მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა.
მობილური ტელეფონების საერთო საბაჟო ღირებულებამ 8.548,31 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჯამში 8.548,31 ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.