ახალქალაქში ქალს კართან საჩუქრებთან ერთად შეფუთული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდეს

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ახალქალაქში სავარაუდო ფემიციდის მცდელობა მოხდა – კაცმა ქალს საჩუქრებთან ერთად შეფუთული ასაფეთქებელი მოწყობილობა მიუტანა და სახლის კართან დაუტოვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ახალქალაქის ე.წ. სამხედრო დასახლებაში გვიან საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ხელნაკეთი ასაფეთებელი მოწყობილობა საჩუქრების გახსნის დროს აღმოაჩინა და აფეთქებამდე ოთახიდან გაქცევა მოასწრო, თუმცა მცირე დაზიანებები მაინც მიიღო.
აფეთქებამ ოთახის დიდი ნაწილი გაანადგურა, ბინაში ჩამსხვრეულია მინები.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს