გასული წელი საქართველოში მდიდარი იყო მოვლენებით, რომლებსაც შეგვიძლია სარკასტულადაც კი შევხედოთ. ამისთვის 2022 წლის თემებზე კარიკატურების კრებული მოგიმზადეთ.
თბილისის მასშტაბის შეცდომა
წლის დასაწყისში თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა დაიწყო. მაგრამ სიტყვებში „საბაგირო გზა“ სავალალო შეცდომა გაიპარა. ამიტომ ბილეთების გაყიდვა შეჩერდა.
ვინც უცოდველია, ქვა იმან გვესროლოსო, განაცხადეს ქალაქის ხელისუფლებაში და აბონემენტების მთელი ტირაჟი თავიდან დაბეჭდეს.
თბილისის მასშტაბის შეცდომა
© Sputnik
თბილისური ზამთარი
თბილისში თითქმის უთოვლო ზამთარი იცის. თუ მოთოვა, იმდენად მალევე დნება, რომ ნალექის დონის გაზომვაც ვერ ხერხდება.
სიცივით კი ცივა ხოლმე, მაგრამ ზამთრის მზე მაინც გვანებივრებს. ღამღამობით კი ყინვა იშვიათად ეცემა მინუს ექვს გრადუსზე დაბლა.
თბილისური ზამთარი
„ომიკრონი“ საქართველოს უტევს
კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამმა საქართველოს მოსახლეობა სერიოზულად შეაშფოთა მაღალი გადამდებობის გამო.
ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას მაინც ხშირად ავიწყდებოდა პირბადით სწორად სარგებლობა. მერე კი თავადვე უკვირდათ, რატომ იზრდებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა მუდმივად.
„ომიკრონი“ საქართველოს უტევს
© Sputnik
ქართლის დედა ანტივაქსერების წინააღდეგ
საქართველოში კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ ელვისებური სისწრაფით გავრცელდა. თუმცა უცხოელი სტუმრების ნაწილმა მოქმედი შეზღუდვების შესახებ არ იცოდა და გაკვირვებული უყურებდა პირბადიან ადამიანებს ქუჩებში.
ხელისუფლება ყველას აცრისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ეს ყველას არ სურდა.
ქართლის დედა ანტივაქსერების წინააღმდეგ
© Sputnik
აკრძალვები აზარტის წინააღმდეგ საქართველოში: ვინ ვის?
2022 წლის 1 მარტიდან საქართველოში 500-ზე მეტ ადამიანს აეკრძალა აზარტული თამაშები.
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ოჯახის წევრსაც შეუძლია კონკრეტულ პიროვნებას აზარტულ თამაშებზე წვდომა შეუზღუდოს. ახალი კანონი თამაშს ავტომატურად უკრძალავს 25 წლამდე პირებსა და სოციალურად დაუცველებს, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მოხელეებს.
აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები საბანკო შემოსავლებსაც კი უსწრებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ათამდე ონლაინ სამორინეა, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი. არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ყოველი მეხუთე მკვიდრი აზარტულ თამაშებშია ჩართული.
. არქივის ფოტო
© Sputnik
შეაჩერეთ ფასები!
სანამ ლარის კურსის სტაბილიზაცია არ მოხდება და მისი ვარდნა არ შეჩერდება, სხვადასხვა სახის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები იზრდება.
საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ხარჯების ზრდა უკვე ყველასთვის საგრძნობი გახდა.
. არქივის ფოტო
პირბადეები აღარ გვჭირდება?!
კორონავირუსი, რომელიც ყველას აშინებდა, მოულოდნელად თითქმის გაქრა და ბევრს უხმარი პირბადეების დიდი გროვა დარჩა.
საქართველოში 28 მარტიდან მოიხსნა ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება.
Маски долой!
© Sputnik
როგორ ნადგურდება თბილისური „სატრანსპორტო“ ტრადიციები
თბილისში არსებობს კეთილი ტრადიცია: ნაცნობ-მეგობრები საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეხვედრისას ერთმანეთისთვის მგზავრობის საფასურს იხდიან. თუმცა ახლა უკვე ამის გაკეთება გართულდა.
თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის კონტროლიორები აჯარიმებენ მგზავრებს, რომლებიც სხვისი სამგზავრო ბარათებით სარგებლობენ. საუბარია საშეღავათო ბარათებზე, რომლებიც გაიცემა პენსიონერებზე, სოციალურად დაუცველებზე, სკოლის მოსწავლეებსა და სხვებზე.
როგორ ნადგურდება თბილისური „სატრანსპორტო“ ტრადიციები
„რაჭა მანახა და მერე თუ გინდა მოვკვდე“ - ვინ სად ირჩევს დასვენებას?
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხოეთში კი არ მიემგზავრება, ზაფხულს სამშობლოში ატარებს.
კარგია, რომ საქართველო საამისოდ მეტად ხელსაყრელია - მთებით, ზღვით, ტყეებითა თუ კოპწია კურორტებით.
„რაჭა მანახა და მერე თუ გინდა მოვკვდე“ - ვინ სად ირჩევს დასვენებას?
© Sputnik
ვნებათაღელვა კვარადონას გარშემო!
იტალიური „ნაპოლის“ ცნობილი ქართველი ნახევარმცველის გარშემო საფეხბურთო ვნედათაღელვა კვლავ გრძელდება.
ხვიჩა კვარაცხელია თითქმის ეროვნული გმირია, თანაც არა მხოლოდ საქართველოში. მისით მადრიდის „ატლეტიკო“ და პირადად დიეგო სიმეონეც დაინტერესდა. გერმანული გამოცემა Onefootball-ის ინფორმაციით, „ატლეტიკოს“ მწვრთნელს სურს, გუნდიდან თავდამსმხმელი ჟოაუ ფელიქსი გაუშვას (რომელმაც მოლოდინები ვერ გაამართლა) და მის მაგივრად ხვიჩა აიყვანოს გუნდში.
ამ გამოცემის ინფორმაციით, კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 35 მლნ ევრომდე გაიზარდა და ეს თანხა მადრიდელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ, რა თქმა უნდა, ნეაპოლელები მზად არიან კვარადონასთან გამოსამშვიდობებლად.
ვნებანი კვარადონას ირგვლივ