საქართველოს ღირსშესანიშნაობები: ხულუტის უნიკალური ციხე - ფოტო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს ხულუტის ციხე, რომელსაც ტურისტები ნაკლებად იცნობენ, თუმცა ეს ადგილი ჭეშმარიტად უნიკალურია.
Sputnik
ლეგენდის თანახმად, შაჰ აბას I-ის დროს ერთი ქართველი სახელად ვახტანგი მუსლიმად მოაქციეს. მმართველ ყაფლან ორბელიანს წერილში მან მისწერა, რომ მაინც ქრისტიანად დარჩა. წერილს ერთვოდა დიდი თანხა ყაფლანის მიწებზე ერთ-ერთი ეკლესიის გასარემონტებლად. თუმცა თანხები დაიხარჯა ხულუტის ციხის მშენებლობაზე.
1 / 24

ციტადელი XVII საუკუნით თარიღდება

2 / 24

ამ ციხეზე საუბრისას ხშირად მოისმენთ, რომ ყაფლან ორბელიანმა დიდი თანხა მიიღო ამ მიწაზე ეკლესიის სარემონტოდ, თუმცა ხულუტის ციხე ააგო

3 / 24

ხულუტის ციხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს

4 / 24

ციხემდე საკმაოდ შორი გზაა

5 / 24

განსაკუთრებით რთულია დამოუკიდებლად მისვლა, თუმცა გზა არცთუ დამღლელია

6 / 24

ციხისკენ რამდენიმე გზა მიდის, ერთ-ერთი არის „ქვედა“ გზა

7 / 24

თავიდან მიდიხართ ბოლნისამდე, იქიდან გაივლით სოფელ ქვეშს, შემდეგ კი მიხვალთ სოფელ ტანძიაში

8 / 24

ტანძიიდან გზა მიდის მდინარე ხრამზე გადასასვლელ ხიდზე, საიდანაც ციხემდე ძალიან ცოტა რჩება

9 / 24

გზაზე გვხვდება ფოთლოვანი ტყეები

10 / 24

სადღაც მდინარეც უნდა გადაკვეთოთ, თუმცა ფეხების დასველება არ მოგიწევთ

11 / 24

ციხესთან საინფორმაციო სტენდიც დგას

12 / 24

ციხისკენ გრძელი კიბე ადის

13 / 24

კომპლექსი სხვადასხვა სიმაღლის ხუთი კოშკისგან შედგება

14 / 24

ისინი ჩაშენებულია ციხის კედლებში, შიგნით მდებარეობს პატარა ეზო

15 / 24

საბრძოლო მიზნებისთვის გამოიყენებოდა ზედა ორი სართული, ქვედები კი - საცხოვრებლად

16 / 24

ერთ-ერთ კოშკთან მიდის მიწისქვეშა გრძელი გვირაბი

17 / 24

გვირაბი ვიწრო და ბნელია, თუმცა არჭურვილია მოაჯირებით, რათა ვიზიტორებმა მის გაყოლებით იარონ და არ იდარდონ საკუთარ უსაფრთხოებაზე

18 / 24

კოშკებში დარჩა ხის ბარიერები და საყოფაცხოვრებო ელემენტები. ადრე ნაგებობებს ბუხრების საშუალებით ათბობდნენ

19 / 24

ციხეში შენარჩუნებულია ბევრი შესასვლელი და გასასვლელი

20 / 24

შემორჩენილია ძველი ქვევრებიც

21 / 24

მიმდინარეობს ციხის რესტავრაცია, ტერიტორიაზე შეიმჩნევა სამუშაოების კვალიც

22 / 24

ციტადელი ამ გარემოს განუყოფელი ნაწილია

23 / 24

ციხის გარშემო ბუნებაც ასეთივე არაჩვეულებრივია

24 / 24

ხულუტი უნიკალური ისტორიული ძეგლია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ