ქართველი მებრძოლი UFC-ს განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა

ქართველი სპორტსმენი ქვემსუბუქ წონაში მეცხრე პოზიციაზეა.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურიამ ამერიკელ ბრაის მიტჩელზე შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ UFC-ს რეიტინგში თავისი პოზიციები გააუმჯობესა.
UFC-მ დაუმარცხებელ ქართველს სარეიტინგო ქულები მოუმატა და ახლა 25 წლის ილია თოფურია ქვემსუბუქ წონაში მეცხრე პოზიციას იკავებს.
ქართველმა სპორტსმენმა თავის კარიერაში 13 ბრძოლა ჩაატარა და არცერთი არ წაუგია. დაწინაურება რეიტინგში თოფურიას საშუალებას მისცემს, რომ შემდეგი ბრძოლები უფრო ტიტულოვანი მეტოქეების წინააღმდეგ გამართოს და კიდევ უფრო დაუახლოვდეს ჩემპიონის ქამარს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს