პრესტიჟულია მანქანა თუ იაფფასიანი - ყველას ერთი ბედი ელის
„დაშლილებში“ ყველა თანაბრად უმნიშვნელოა
ასეთ ბაზრობებზე ყველაფრის შოვნას შეძლებთ
აქ მოსული ავტომობილები აღარსად მიჰყავთ
თუმცა ზოგიერთის აღდგენას მაინც ცდილობენ ხოლმე
თუ ავტომობილს აღადგენენ, მაშინ...
მას იყიდის ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, ვერასდროს გაიგებს ამ რემონტის შესახებ
სანახაობა ნამდვილად სევდიანია
განსაკუთრებით ავტომოყვარულებისათვის
ალბათ დამშლელ ხელოსნებსაც თავისებურად უყვართ ისინი
მათთვის ეს შემოსავლის წყაროა
როგორც წესი, ნაავარიები ავტომობილები იაფი ღირს
რაც უფრო მძიმეა ავარია, მით უფრო ეცემა ავტომობილის ფასი
ასევე მნიშვნელოვანია მანქანის მარკა და გამოშვების თარიღი
არის ისეთი ძველი მანქანებიც, რომლებსაც დასაშლელად არავინ იბარებს
თუმცა საქართველოში პოპულარულ მანქანებს გადამყიდველები ყიდულობენ
შემდეგ კი მანქანიდან მოხსნილი დეტალებით ვაჭრობენ
აქაურობა კარების ერთგვარი მაღაზიაა
ეს კი - ბამპერების!
უპატრონო ძაღლმა ძველ სავარძლებზე სახლი მოიწყო
ასეთ ადგილზე წასვლისას ჯობს ჩაიცვათ სამუშაო ფორმა, რადგან მიწაზე მუდამ ზეთისა და სხვა საპოხი საშუალებების გუბეები დგას