მსოფლიო დღეს

საბერძნეთში უკრაინის საელჩომ სისხლიანი ამანათი მიიღო

Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი − Sputnik. საბერძნეთში უკრაინის საელჩომ ფოსტით ისეთივე სისხლიანი პაკეტი მიიღო, როგორიც მანამდე სხვა ქვეყნებში მიიღეს უკრაინელმა დიპლომატებმა, წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამანათი საგარეო უწყებაში 12 დეკემბრის დილით მიიტანეს.

„გამომგზავნის მისამართი ისეთივეა, როგორიც უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში მისულ სხვა კონვერტებზე იყო: ავტოსალონი Tesla გერმანიის ქალაქ ზინდელფინგენში. საბერძნეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ასევე ველოდებით გამოძიების დაჩქარებას გერმანელი სამართალდამცველების მხრიდან“, − დაწერა ნიკოლენკომ.

მისი ინფორმაციით, სულ ამ დრომდე უკრაინის დიპლომატიურ მისიებზე მუქარის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული 17 ქვეყანაში. აქედან ერთი – ტერაქტის მცდელობა, ორი − დანაღმვის შესახებ შეტყობინება, ერთი − ვანდალიზმი, ერთი − წერილობითი მუქარა და 28 სისხლიანი პაკეტი.