დააკავეს მამაკაცი, რომელმაც რძალი მოკლა

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 63 წლის მამაკაცი საკუთარი რძლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ინციდენტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში გუშინ მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 40 წლის ქალი.
პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.