არეულობა ლიმაში: მომიტინგეები ექს-პრეზიდენტ პედრო კასტილოს გათავისუფლებას მოითხოვენ - ფოტო

პოლიციამ ლიმაში ექს-პრეზიდენტ პედრო კასტილოს მხარდამჭერთა მანიფესტაცია დაშალა.
Sputnik
პერუს დედაქალაქში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პედრო კასტილო გადააყენეს. პოლიტიკოსი დააკავეს და ბრალი დასდეს აჯანყების ორგანიზებაში.
მანამდე პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას დაუჭირა მხარი. სხდომის დაწყებამდე კასტილომ კონგრესის დათხოვნისა და საკომენდანტო საათის დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება.
სახელმწიფოს მეთაურობა პერუს პირველ ვიცე-პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს დაეკისრა.
1 / 10

პრეზიდენტ პედრო კასტილოსა და პერუს პარლამენტს შორის დაპირისპირება ოთხშაბათს მკვეთრად გამწვავდა

2 / 10

პარლამენტმა ქვეყნის პირველ პირს იმპიჩმენტი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც მან საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა გადაწყვიტა

3 / 10

ამ მოვლენებთან დაკავშირებით ქვეყანაში მრავალრიცხოვანი საპროტესტო ტალღა აგორდა

4 / 10

დემონსტრანტები ქუჩებში ანთებდნენ ცეცხლს და ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ

5 / 10

მომიტინგეებმა ქუჩები გადაკეტეს და სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ

6 / 10

მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

7 / 10

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ვადამდელი არჩევნების გამართვას და კონგრესის დაშლას

8 / 10

ასევე დინა ბოლუარტეს გადადგომას, რომელიც რესპუბლიკის პირველ პირად დაინიშნა

9 / 10

პროტესტი გრძელდება ქვეყნის რამდენიმე რეგიონში

10 / 10

ბოლუარტემ თანამემამულეებსა და საზოგადო მოღვაწეებს პრობლემის „მშვიდობიანად მოგვარების“ მიზნით ახალ მთავრობასთან დიალოგისკენ მოუწოდა