მსოფლიო დღეს

აშშ რუსეთს APEC-ის შეხვედრაზე მიიწვევს

Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი − Sputnik. რუსეთს მომავალ წელს ბლოკ აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) შეხვედრაზე მიიწვევენ, რომლის ორგანიზატორი აშშ იქნება, განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბლოკში მეტ მიურეიმ.

„როგორც APEC-ის კარგი განმკარგველი, შეერთებული შტატები სხდომაზე რუსეთსაც მიიწვევს, რომელიც 21 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის წევრია“, − აღნიშნა მიურეიმ სინგაპურში გამართულ ბრიფინგზე.

თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ივარაუდება თუ არა მის განცხადებაში ღონისძიებაზე ვლადიმირ პუტინის დასწრება. რუსეთის პრეზიდენტს APEC-ის წინა შეხვედრაზე ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი წარმოადგენდა.
მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ APEC-ის ლიდერთა მომდევნო შეხვედრა 2023 წლის ნოემბერში სან-ფრანცისკოში გაიმართება.
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ. ამ დროისათვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო 60 წლის განმავლობაში.