ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ავარია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ ორივე ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.