დაუმარცხებელი: ილია თოფურიამ UFC-ში მეხუთე ბრძოლა მოიგო - ვიდეო

ამ გამარჯვების შემდეგ თოფურია UFC-ს განახლებულ რეიტინგში (ნახევრადმსუბუქ წინაში) მეცხრე ადგილზე გადაინაცვლებს
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ (მეტსახელად El Matador) UFC-ში თავისი მეხუთე ბრძოლა ჩაატარა და ლას-ვეგასში ამერიკელი მებრძოლი ბრაის მიტჩელი ორ რაუნდში დაამარცხა.
ქართველმა მებრძოლმა ამერიკელს თავისი ტაქტიკა მოახვია თავს და მიტჩელის შეტევებს მაქსიმალურად აარიდა თავი. თოფურიას ანგარიშზე მეტი ზუსტი დარტყმები ჰქონდა.
მეორე რაუნდის პირველივე წამებიდან თოფურიამ აქტიურად შეუტია და ბრაისი ნოკაუტში ჩამოაგდო, რასაც რამდენიმე ძლიერი დარტყმა მოჰყვა. საბოლოოდ მოწინააღმდეგემ დანებება არჩია.
25 წლის ილიასთვის ეს რიგით მე-13 მოგებაა (არცერთი წაგება - 13-0-0). ამ გამარჯვების შემდეგ თოფურია UFC-ს განახლებულ რეიტინგში (ნახევრადმსუბუქ წინაში) მეცხრე ადგილზე გადაინაცვლებს.