თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. ცნობილი მომღერალი ქეთი მელუა დედა გახდა - ბრიტანეთში მოღვაწე შემსრულებელს ბიჭუნა სახელად სანდრო ეყოლა, ნათქვამია ქეთის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში.
„ეს იყო საუკეთესო თვე. ჩვენ ახლა სანდროს მშობლები ვართ, ყველაფერი სიზმარს ჰგავს, არასდროს მიგრძვნია ასეთი ძლიერი სიყვარული. მაგრამ გადაღლაც რეალურია! მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი პარტნიორის. ასევე უზარმაზარი პატივისცემა მაქვს მარტოხელა მშობლების მიმართ. მაგრამ ჩახუტება სულ სხვა რამეა“, - დაწერა ქეთიმ.
მანამდე ქეთი მელუამ დაანონსა საკონცერტო ტური 2023 წლის გაზაფხულისთვის. ტურის სახელწოდებაა „სიყვარული და ფული“ (The Love & Money). ქეთი მოივლის ევროპის ქვეყნებს და დიდ ბრიტანეთს. მისი თქმით, ეს არ იქნება მარტივი ტურნე, სადაც ის თავის ახალდაბადებულ შვილთან ერთად გაემგზავრება.
ქეთის გამაოგნებელ მუსიკას და დახვეწილ ვოკალს მოუსმენენ პოლონეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში.