თბილისის ზღვაზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ასევე დაშავდა ორი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ამ დროისათვის მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.