რუსთაველის გამზირი და ქვეყნის მთავარი ნაძვისხე საახალწლოდ მოამზადეს - ფოტო

საქართველოს მთავარ ნაძვისხეზე განათებების დამონტაჟება მიმდინარეობს. ნაძვისხე 9 დეკემბერს, საღამოს საზეიმო ვითარებაში აინთება.
Sputnik
თბილისი 2023 წლის შესახვედრად ემზადება. რუსთაველის გამზირზე უკვე დამონტაჟდა საახალწლო ილუმინაციები, გირლიანდები და სხვადასხვა სათამაშოები და მოსართავები.
1 / 12

ასე გამოიყურება საქართველოს მთავარი საახალწლო სიმბოლო

2 / 12

მთავარი ნაძვისხე, ტრადიციულად, პარლამენტის შენობასთან დაიდგა

3 / 12

საახალწლო ილუმინაციებს ამონტაჟებს მუნიციპალური სამსახური „თბილსერვის ჯგუფი“

4 / 12

საახალწლო განათებების მონტაჟი ღამის საათებში მიმდინარეობს, რათა ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს

5 / 12

ქუჩების მორთვა ქალაქის მკვიდრებსა და სტუმრებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის

6 / 12

მთავარი ნაძვისხე რამდენიმე წლის წინ შეიძინა ქალაქის მერიამ, რომლის ფასის გამოც უამრავჯერ უკამათიათ ადამიანებს

7 / 12

რუსთაველის გამზირზე ასევე დამონტაჟდა გირლიანდები

8 / 12

მათ ნაძვისხესთან ერთად ჩართავენ

9 / 12

თუმცა, ჯერჯერობით მათი ანთების დრო არ მოსულა

10 / 12

ახალ წლამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა

11 / 12

სულ მალე ახალი 2023 წელი დადგება

12 / 12

დღესასწაულისთვის მზადაა თბილისის მთავარი მოედანიც - თავისუფლების მოედანი, სადაც წმინდა გიორგის ქანდაკების გარშემო ტრადიციულად დამონტაჟდა ნაძვის ხის ფორმის ილუმინაცია